რეზონანსი
09.04.2024

ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით კომ­პა­ნია "იქს 2"-ის დი­რექ­ტო­რი ვა­ლე­რი­ან კირ­კი­ტა­ძე და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ. უწყე­ბის ცნო­ბით კირ­კი­ტა­ძის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე (ძა­ლა­დო­ბა) მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ყვე­ლა­ფე­რი 8 აპ­რილს და­ი­წყო, როცა სო­ფია მე­ფა­რიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მას სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნის დი­რექ­ტო­რი და მთა­ვა­რი მე­წი­ლე ვა­ლე­რი­ან კირ­კი­ტა­ძე ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა.

რო­გორ მე­ფა­რიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, შარ­ტა­ვას ქუჩ­ზე, კომ­პა­ნია "იქს ორის" აშე­ნე­ბულ კორ­პუს­ში სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა, დე­დას­თან ერ­თად იყო, როცა ლიფ­ტი მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან მო­წყდა და მე­სა­მე სარ­თულ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ, მათი გა­მოყ­ვა­ნა კი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებ­მა შეძ­ლო. რო­გორც ირ­კვე­ვა სწო­რედ ამის გა­სარ­კვე­ვად მი­ვი­და ოფის­ში, რა­საც ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა.

"ვა­ლე­რი­ა­ნი ყვე­ლამ გა­ი­ცა­ნით ლიფ­ტის მო­წეს­რი­გე­ბას ვთხოვ­დი, დედა ჩა­მაკ­ვდა მანდ ლა­მის ხე­ლებ­ში და ასე მი­პა­სუ­ხა ამ არა­რა­ო­ბამ !!!!!! ლიფ­ტი ჩა­მო­ვარ­და და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მუ­შა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლა ლიფტ­მა მანდ ადრე ერთი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი და ეს იყო ამის პა­სუ­ხი !!!! ცი­ხის გი­სო­სე­ბი უნდა ვაწ­მენ­დი­ნო" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სო­ფია მე­ფა­რიშ­ვი­ლი.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×