რეზონანსი
09.04.2024

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე იქნება მიღებული. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო, მე-14, პაკეტზე მუშაობა და ივარაუდა, რომ ის გაზაფხულზე იქნება მიღებული.

"ის, სავარაუდოდ, შემზღუდველი ზომების ფართო სიას მოიცავს გვერდის ავლასთან ბრძოლაზე ძლიერი აქცენტით - მაგალითად საზღვაო სექტორში, ვინაიდან, რუსეთი ნავთობის ექსპორტზე ფასების ზედა ჭერის დარღვევის გაგრძელებას ცდილობს," - განაცხადა დომბროვსკისმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისია ევროპის ფარგლებს მდებარე დასავლური ქვეყნების შვილობილი კომპანიების მეშვეობით სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის წინააღმდეგობის საშუალებებს შეისწავლის.

"ვაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე და მათზე, ვინც მას ბრძოლის ველზე უჭერს მხარს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. პუტინის მეგობრების დევნას გავაგრძელებთ. და იმათ დევნას გავაგრძელებთ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება ან მის სამხედრო არსენალს ავსებს", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×