რეზონანსი
09.04.2024

გერმანულ სტადიონებზე ბევრი ქართველი გულშემატკივრის ყოფნა უდიდესი მოტივაციაა გუნდისთვის. ის, რომ რეისები უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ძალიან დიდი დახმარებაა, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

„ევროპის ჩემპიონატზე რაც უფრო მეტი ქართველი და გულშემატკივარი იქნება გერმანულ სტადიონებზე, მით უკეთესი. ეს რა თქმა უნდა უდიდესი მოტივაციაა პირველ რიგში გუნდისთვის. ცხადია, ქართველი გულშემატკივრებისთვის რომ ასეთი საშუალება გაჩნდა, რომ მეტი რეისი იყოს ხელმისაწვდომი, ძალიან დიდი დახმარებაა და ვფიქრობ, ჩვენი გულშემატკივარი ამას იმსახურებს. ძალიან მიხარია, რომ უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან გავრცელდა ეს განცხადება", - აღნიშნა კობიაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალების შესრულებას შეუდგა. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოდან გერმანიაში, კერძოდ კი, დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენის სიხშირის გაზრდასა და რეისების დამატებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები დაწყებულია. პრიორიტეტი ხელმისაწვდომი ფასებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×