რეზონანსი
09.04.2024

„საერთაშორისო გამჭვირვალობა" გვეუბნება, რომ გამჭვირვალობა საჭირო არ არის - აბსურდია რა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ რადიკალების დაწყებულ ცენზურასა და კამპანიას, რომლებიც საზოგადოებაში დეზინფორმაციას ევროპის სახელით ავრცელებენ.

„პლაკატების გამოკვრაა აუცილებელი, რომ ხალხმა ზუსტად იცოდეს რა ხდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა" გვეუბნება, რომ გამჭვირვალობა საჭირო არ არის - აბსურდია რა. სააკაშვილი გათავისუფლდა ამნეზიისაგან, მორჩა და ეტყობა ახლა ამათ დაეწყოთ ამნეზია. რატომ ჰგონიათ, რომ პლაკატები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება?!",- აღნიშნა ვოლსკიმ.

დეზინფორმაცია, რომელსაც ევროპა უკვე ქცევის ახალი კოდექსით უპირისპირდება, ევროპის სახელით ვრცელდება საქართველოში. „ქართული ოცნება" გამჭვირვალობის კანონის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებას ცდილობს, ოპოზიცია კი - ამ სიმართლის ჩახშობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×