რეზონანსი
09.04.2024

მნიშვნელოვანია, რომ მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ურთიერთობები და, ასევე, სექტორული ურთიერთობები განვითარდეს კომიტეტებს შორის, ვინაიდან იმ საერთო ინტერესების განხორციელებას, რასაც ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება ჰქვია, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამ ჩარჩოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის დუნიაგოზელ გულმანოვასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განცხადებით, პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისთვის.

,,შეხვედრა გვქონდა თურქმენეთში პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, პირადად გამეცნო ქალბატონი თავმჯდომარე. ვისაუბრეთ მეგობრობების ჯგუფებს შორის ურთიერთობების შესახებ. შარშან, საქართველო - თურქმენეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ქართული დელეგაცია იმყოფებოდა აშხაბადში და მე ოფიციალური ვიზიტით მოვიწვიე პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ურთიერთობები და, ასევე, სექტორული ურთიერთობები განვითარდეს კომიტეტებს შორის, ვინაიდან იმ საერთო ინტერესების განხორციელებას, რასაც ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება ჰქვია, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამ ჩარჩოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×