რეზონანსი
09.04.2024

დრონების გამოყენებით რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მორიგი იმიტაცია მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

"დღეს აგერ [რუსეთმა] გადაწყვიტა FPV-დრონების მეშვეობით ვითომ უკრაინის მხრიდან დაბომბვის იმიტაცია მოეხდინა. უკრაინის პოზიცია გასაგებია, მკაფიოა და ერთმნიშვნელოვანია - ატომურ ობიექტებზე არანაირ სამხედრო ქმედებებს ან პროვოკაციებს არ ვახორციელებთ. ხოლო აგრესორი ბირთვული სადგურიდან უნდა გავიდეს", - განაცხადა იუსოვმა.

ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 9 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო ცენტრზე დრონების მეშვეობით თავდასხმა განხორციელდა. მათი ცნობით, ბირთვული უსაფრთხოების მხრივ პირდაპირი საფრთხე ამ მომენტისთვის არ არსებობს.

თავდასხმას ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უნდა დატოვოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×