რეზონანსი
09.04.2024

„თავისუფლების მარშის" მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ. ადგილზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

ასევე, მარშის მონაწილეებმა დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს.

"თავისუფლების მარში" რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. მარშის სლოგანია: "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", "ჩვენ ვირჩევთ ევროპას", "საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!", "ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!".

მარშზე მისულ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე, 9 აპრილის ნიშნად მონაწილეებს გვირილები და ტიტები დაურიგეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×