რეზონანსი
09.04.2024

ჩვენ ვნახეთ ძალიან დიდი პარადოქსი, როდესაც მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები კითხვის ნიშნებს სვამენ თუ რამდენი თეთრი სად დაიხარჯა, მაშინ როდესაც ყველაფერი საჯაროა და თვითონ 70 მილიონი აქვთ დახარჯული ისე, რომ მისი მიზნობრიობა არსად ჩანს და ფაქტობრივად უკვალოდ არის გამქრალი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცენზურამ იმუშავა ზუსტად ერთი საათი და დამარცხდა სასტიკად.

„ასე დამარცხდება ყველა, ვინც იკადრებს და ეცდება ხელი შეუშალოს საზოგადოების ინფორმირებულობას. ამის გარდა ჩვენ ვნახეთ ძალიან დიდი პარადოქსი, როდესაც მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები კითხვის ნიშნებს სვამენ თუ რამდენი თეთრი სად დაიხარჯა, მაშინ როდესაც ყველაფერი საჯაროა და თვითონ 70 მილიონი აქვთ დახარჯული ისე, რომ მისი მიზნობრიობა არსად ჩანს და ფაქტობრივად უკვალოდ არის გამქრალი. შესაბამისად, ეს ადამიანები მსგავსი განცხადებებით მხოლოდ საკუთარ თავს აჩვენებს საზოგადოებას და ძალიან კარგი, გააგრძელონ ლუსტრაციის პროცესი", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო" სექტორის წარმომადგენლებმა „გამჭვირვალობის კანონის" შესახებ დეზინფორმაციული კამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×