რეზონანსი
09.04.2024

ევროდირექტივაა, რომ ასეთი კანონი აუცილებელია, რათა ყველა ქვეყანამ ნეგატიური გავლენისგან დაიცვას თავი, თორემ უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული საქართველოში არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ორგანიზაციებს ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნება არ უნდათ, მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცას მალავენ.

„სისტემა აქვთ შექმნილი, რომლითაც შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია დაბლოკონ. რასაკვირველია პლაკატების გამოკვრა აუცილებელია, რომ ხალხმა ზუსტად იცოდეს რა ხდება. საერთაშორისო გამჭვირვალობა გვეუბნება, რომ გამჭვირვალობა საჭირო არაა. სააკაშვილი ამნეზიისგან გათავისუფლდა, მაგრამ ეტყობა ახლა ამათ დაეწყოთ ამნეზია. რატომ ჰგონიათ რომ პლაკატები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული? ევროდირექტივაა, რომ ასეთი კანონი აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანამ ნეგატიური გავლენისგან დაიცვას თავი, თორემ უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული საქართველოში არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებს. ამის თაობაზე როცა ინფორმაციის გამოქვეყნება არ უნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ არსებობს რაღაც პროგრამები, რომლის დამალვა აუცილებელია", - განაცხადა ვოლსკიმ.

რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო" სექტორის წარმომადგენლებმა „გამჭვირვალობის კანონის" შესახებ დეზინფორმაციული კამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×