რეზონანსი
09.04.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც 8 აპრილს ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა პატრულ-ინსპექტორებს.

უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა გზის სავალ ნაწილზე გვერდულზე შენიშნეს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც ეკიპაჟის დანახვისას დაძრა მანქანა, შეეჯახა სავალის ნაწილის გვერდულს და მიმავლვა სცადა.

"პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ მოუწოდეს ავტომობილის მძღოლს დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას შეენარჩუნებინა სიმშვიდე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი იქცეოდა აგრესიულად. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ცივი იარაღის დემონსტრირებით, პატრულ-ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს წერს, რომ დაკავებული არაერთხელაა ნასამართლევი სხვადახვა მძიმე დანაშაულისთვის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებული მალხაზ გიორგაძეა, რომელიც სამართალდამცავებს ძალადობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულზე პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესწავლა აქვს დაწყებული.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო", - ნათქვამია საგამოძიების განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×