რეზონანსი
09.04.2024

ყველა ევროპული პოლიტიკური პარტია 9 აპრილს, ევროკომისიის შუამავლობით, ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს, როგორც ფართო ძალისხმევის ნაწილს ივნისის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციისგან დასაცავად.

შეთანხმება, რომელსაც შუამავლობს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა ჟუროვა, არის კომისიის დემოკრატიის დაცვის პაკეტის ნაწილი და ცდილობს დაიცვას ევროკავშირის არჩევნები საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციისგან.

ყველა მხარემ პირობა დადო, რომ „პროაქტიულად აიცილებენ თავიდან იმ ნარატივების გაძლიერებას, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ევროკავშირის გარეთ არსებული სუბიექტები და აქტორები, გარდა წევრი პარტიებისა", ნათქვამია დოკუმენტში.

ტექსტის გამოქვეყნება მოჰყვა „ყატარგეიტის" და ბოლოს მომხდარ, „რუსეთგეიტის" სკანდალს, რომელშიც სავარაუდოდ მონაწილეობენ AfD-სა და ევროპარლამენტის წევრები. გაიდლაინებს გავლენა ექნება მხოლოდ ევროპული პარტიების კომუნიკაციებზე.

„ევროპული პოლიტიკური პარტიების ეს კოლექტიური ვალდებულება მოქალაქეებს უგზავნის ძლიერ გზავნილს: ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპაში ჩვენი არჩევნების მთლიანობა", - დასძინა ჟუროვამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×