რეზონანსი
09.04.2024

დიახ, ისინი ვერ გვჯობიან, მათ არჩევნებშიც, პოლიტიკურადაც და სამართლებრივ ბრძოლაში ვამარცხებდით, ვამარცხებთ და მომავალშიც დავამარცხებთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოვლინდება ის, რომ სიმართლე მმართველი გუნდის მხარესაა.

„სიმართლესთან ბრძოლაში ისინი ჩვენ არაერთხელ სასტიკად დავამარცხეთ. არჩევნებში 63-ით 0 გვაქვს მოგებული გვაქვს მოგებული, მათ შორის ბოლო არჩევნებში, ეს სასტიკზე სასტიკი მარცხია. როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სასამართლოში გამოვლინდა, რომ სიმართლე იყო ჩვენს მხარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის წინაშე კიდევ ერთხელ გამოვლინდება, რომ სიმართლე არის იმ პოლიტიკური ძალის ირგვლივ რომელმაც 2012 წლიდან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ჯარისკაცების სიმართლე დაედასტურებინა და გაემარჯვებინა ყველა სამართლებრივ პროცესში. ხოლო თქვენ საუბრობთ ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობაზე, რომელმაც ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას, რომლის თანახმად ქართულმა მხარემ გადაამეტა ძალას. დიახ, ისინი ვერ გვჯობიან, მათ არჩევნებშიც, პოლიტიკურადაც და სამართლებრივ ბრძოლაში ვამარცხებდით, ვამარცხებთ და მომავალშიც დავამარცხებთ", - განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×