რეზონანსი
09.04.2024

ეკა გიგაურმა მიხედოს იმ თავის წილს 70 მილიონიდან, რომელიც კაცმა არ იცის სად, რა მავნებლობაში დახარჯა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მდაბიო პიარ-კამპანია არ გაუვათ.

„შემთხვევითი კი არ არის, რატომ ვიცით ჩვენ 15 მილიონი, იმიტომ, რომ ის 15 მილიონი, სხვაგვარად წარმოუდგენელია, როგორც ჩანს, მოხმარდა რაღაც კარგ საქმეს და ამის ლეგიტიმაცია მათ პრობლემას არ უქმნიდა, მაგრამ 80-დან 90 პროცენტამდე რას მოხმარდა, აქ არის კითხვის ნიშნები. თუ არაფერი აქვთ დასამალი, რატომ მალავენ?! რატომ ეშინიათ ასე გამჭვირვალობის?! რა პლაკატს დასდევენ 15 თუ 10 თეთრიანს, რა დროს 10 თეთრიან პლაკატზე სირბილი და ჭმუნვებია. ხალხს უჭირსო, ხალხს მაშინ არ უჭირს 70 მილიონს ისე რომ ხარჯავენ, კაციშვილმა არ იცის რაშია დახარჯული?! 15 თუ 10 თეთრიან პლაკატებზე უჭირს ხალხს?! მდაბიო პიარ-კამპანია არ გაუვათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ ეშინიათ გამჭვირვალობის", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×