ჩვენ გვყავს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერებს აქვთ კრიმინალური ბიოგრაფია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას" განუცხადა.
„ისინი („ნაციონალური მოძრაობა") დანაშაულს სჩადიოდნენ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დანაშაულს სჩადიან მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. ამიტომ, ეს არის ის, რაც ამ კრიმინალურ სინდიკატს აერთიანებს. საზოგადოება და ევროპული სასამართლო ხედავს მათ კრიმინალურ ბუნებას, ეს არის განაჩენი და ვერდიქტი, რომელიც მათ პოლიტიკურ საქმიანობას წერტილს დაუსვამს", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ნიკა გვარამია, ნიკა მელია , მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ამ ოპოზიციონერებს „ქართული ოცნება" კრიმინალებს უწოდებს და განმარტავს , რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მათ ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს