რეზონანსი
29.03.2024

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს. აღნიშნულით კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როდის და სად ნახა მან ბიძინა ივანიშვილი. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია, შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. შესაბამისად, ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია. ჩვენი შიდა საქმეა, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ჩვენი შიდა სამზარეულო ჩვენი შიდა საქმეა. მერწმუნეთ, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც პარტიის წესდებითაა გათვალისწინებული. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, მთავარი პოლიტიკური მრჩეველია, სწორედ ამ რეჟიმში წარიმართება პოლიტიკური პროცესები ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×