რეზონანსი
29.03.2024

ოპოზიციაში რაც მეტი ორპროცენტიანი და სამპროცენტიანი პარტია იქნება, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, რომლებიც ოფიციალურად მხილებული არიან დანაშაულში და პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას გამოთქვამენ, მათ ვერანაირი შანსი ვერ ექნებათ.

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობის" მაჩვენებელი არის 15 პროცენტს ქვემოთ და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მით უკეთესი.

რა თქმა უნდა, ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, თითოეული მათგანი ოფიციალურად მხილებულია დანაშაულში. როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, მათ ვერანაირი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი საქართველოში და რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", ამ კონკრეტულ ადამიანებს წარმატების ვერანაირ შანსს ვერ მისცემს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×