რეზონანსი
29.03.2024

მე მგონი, ცოტა ხნის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ამ პიროვნებების - გვარამიას, სააკაშვილის, ახალაიას, უგულავას, მელიას, ასევე „რუსთავი 2"-ის საქმე აღარ მივიდეს ევროსასამართლოში, - პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებას, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს მას შემდეგ, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

„არამხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, უკვე ევროპაშიც გაიგეს, რომ ადამიანს, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს, ის პოლიტიკაში და ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ უნდა იყოს. გვარამია იქნება, ეს ხაზარაძე თუ ა.შ. - ამ ხალხს მერამდენედ უნდა უთხრას სტრასბურგმა სასამართლომ, დამანებეთ თავი და მიხედეთ თქვენს საქმეს მანდო. მე მგონი, ცოტა ხნის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ პიროვნებების - გვარამიას, სააკაშვილის, ახალაიას, უგულავას, მელიას, „რუსთავი 2"-ის საქმე აღარ მივიდეს ევროსასამართლოში, იმიტომ რომ უკვე 10-ჯერ თუ 15-ჯერ თქვეს უარი და უთხრეს ამ კრიმინალური წარსულის ხალხს და მათ ორგანიზაციებს, რომ ქართულ სასამართლო ენდეთო", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული უარის შემდეგ ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიდის იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველმა მოსამართლეებმა მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღეს.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×