რეზონანსი
29.03.2024

მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს საფეხბურთო წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ემოციები ჯერ არ განელებულა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ საფეხბურთო წარმატებას. ემოციები ჯერ არ განელებულა და არც განელდება კიდევ დიდი ხანი. მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა და ეს გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი. აქვე მინდა, გისურვოთ მომავალში, თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან დიდი წარმატება და გამარჯვებები", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×