რეზონანსი
29.03.2024

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody s-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურ სტატუსამდე გაუმჯობესა.

Moody s-ის დასკვნა ეფუძნება ბოლო წლების განმავლობაში ბანკის მიერ განხორციელებულ პროგრესს. კერძოდ, ლიბერთიმ კოვიდ პერიოდის შემდეგ შეძლო სწრაფად აღედგინა და გაეზარდა მომგებიანობის მაჩვენებლები. იგივე პერიოდში განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში (MSME) 1 მილიარდ ლარამდე პორტფელის დაკრედიტება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ლიბერთი ბანკის პროფილში არის მკაფიო დადებითი ტენდენციები ბიზნეს მოდელის გაუმჯობესებისა და უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით. ასევე, მიესალმებიან ბანკის დაფინანსების დივერსიფიკაციის დინამიკას და ეროვნული ბანკის რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას. 

Moody s-ის გადაწყვეტილება პერსპექტივის გაუმჯობესებაზე გულისხმობს, რომ სააგენტო იმედოვნებს ლიბერთი ბანკი შეძლებს ზრდისა და მომგებიანობის ტენდენციის შენარჩუნებას მომავალში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×