რეზონანსი
28.03.2024

ზუსტად 7 წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს უვიზო ან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა ჰქონდეს მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან.

,,ზუსტად 7 წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში.

ბევრი მოელოდა ხალხის საქართველოდან მასობრივ გასვლას, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, უვიზო მიმოსვლამ მხოლოდ ახალი ჰორიზონტები გაუხსნა ჩვენს მოქალაქეებს და საინტერესო გამოცდილებების მიღების საშუალება მისცა.

ახლა, ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ოცნების მიერ მიღწეული ათწლიანი პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს.

ჩვენ დავამყარეთ უვიზო ან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ყველაზე ბოლოს ჩინეთთან. ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით სხვა ქვეყნებთანაც, რათა სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის სიკეთეები კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×