რეზონანსი
28.03.2024

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, სწორედ ამიტომ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავიანთი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში.

„სწორედ ამიტომ არის, რომ განხილვაშიც კი არ მიიღო სტრასბურგმა ნიკა გვარამიას საჩივარი. სწორედ ამიტომ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავიანთი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება. ურჩევნიათ, რომ ასე, ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი.

კარგი იქნება, თუ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი მოიხდიან ბოდიშს ქართული სასამართლოს, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების წინაშე, ასევე, ბოდიშს მოიხდიან პირადად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×