რეზონანსი
28.03.2024

სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი" ავრცელებს.

სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს.

სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ.

გამოცემის ცნობით, სომხეთი საზღვრების დემარკაციაზე მუშაობას როგორც საქართველოსთან, ისე აზერბაიჯანთან ააქტიურებს. კერძოდ, 1990-იანი წლების დასაწყისში სომხებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რვა სოფელი დაიკავეს, ხოლო სომხური გაზეთი „ჰრაპარაკი" ახლახან წერდა, რომ პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი უმოკლეს დროში აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის დაბრუნებას აპირებს.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×