რეზონანსი
27.03.2024

მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია. საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ე.წ ვეტინგის სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ისინი არგუმენტებს კოლეგებს ნებისმიერ ფორმატში გაუცვლიან.

„მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია. საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არგუმენტებს გავუცვლით ჩვენს კოლეგებს ნებისმიერ ფორმატში. ყველას ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ამგვარი ჩარევა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტში არცერთი ჩარევა არ შეიძლება.

„არ შეიძლება. კონსტიტუციის დარღვევისკენ ამგვარი მოწოდებები ნამდვილად არ შეიძლება. ჩვენ მეგობრებს მეგობრულად ავუხსნით ყველა დეტალს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×