რეზონანსი
25.03.2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

სიტყვით გამოსვლისას მან 75 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა, კერძოდ, საბჭოთა კავშირის მთავრობის მასობრივი დეპორტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს სევდიანი ისტორია მის ქვეყანას ეხმარება, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს არც მის ქვეყანაში და არც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად კი - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაასახელა.

„მინდაშესაძლებლობა გამოვიყენო და აშშ-ს მადლობა გადავუხადო ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ათწლეულების განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ლიეტუვის უფრო მეტად უსაფრთხო ქვეყნებად გახდომისთვის.

დღეს ის თარიღია, როდესაც სევდიანი ისტორიის 75 წელს ვიხსენებთ, რადგან 75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მასობრივი დეპორტაციები დაიწყო. როდესაც ათიათასობით და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე ციმბირში გადაასახლეს და მთელი ცხოვრების იქ გატარება აიძულეს, ბევრმა მათგანმა სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო. ეს მოგონება გვეხმარება უკეთ გავიგოთ ის, რასაც დღეს ვაფასებთ. უსაფრთხოება, თავდაცვა, კეთილდღეობა, რომელთა მიღწევაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში შევძელით და ასევე, ვუყურებთ მომავალს, რომ ეს აღარ განმეორდეს, არც ჩვენს ქვეყნებში და არც სხვა ქვეყნებში, რომლებიც თავიანთი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და საქართველო, რომელსაც 2008 წელს თავს დაესხნენ", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×