რეზონანსი
25.03.2024

შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებულმა ქალმა დუმილი დაარღვია - სასამართლო პროცესზე განსასჯელის სკამზე მჯდომმა ახალგაზრდამ იმ მძირე გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რამაც მხარეებს შორის სისხლიანი ანგარიშსწორება განაპირობა.

28 წლის მაკა ალექსანდრიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ის საუკეთესო მეგობრისა და შეყვარებულის მხრიდან ღალატის მსხვერპლი გახდა. მან სასამართლო სხდომაზე კონფლიქტის გამომწვევ დეტალებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ალექსანდრია ღალატში მომსწრე მეგობარს დაემუქრა, რომ მომხდარის შესახებ მის მეუღლეს მოუყვებოდა.

"ძალიან მძიმე იყო, როდესაც შენს ორ საყვარელ ადამიანს, შენს საკუთარ სახლში, შენს ოთახში, შენს ლოგინში მთლიანად შიშვლებს ხედავ. იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის ბოდიში მოეხადათ, ზეწოლა მოდიოდა ჩემ მხარეს, რომ მე თითქოს, როგორ დავამტკიცებ, რომ ეს მოხდა. გერას და ჩემს შორის დაიწყო დაპირისპირება, როდესაც ვუთხარი, რომ ყველაფერს მის ქმარს ვეტყოდი და ღალატის სხვა ისტორიებსაც მოვუყვებოდი", - თქვა მაკა ალექსანდრიამ.

შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×