რეზონანსი
25.03.2024

V-Dem-ის ინსტიტუტის კვლევაც, სხვა კვლევებიც, რომელიც მე გუშინ პრეზენტაციაზე წარვადგინე, ამბობს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა პროგრესირებს და არა პირიქით, და კორუფციის რისკი არის მინიმალური, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

„ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია იმისთვის, ვისაც სურს რეალურად, ობიექტურად შეაფასოს საქართველოს სასამართლო სისტემა და მყარი, სანდო ინფორმაცია არის საკმარისი. ხოლო, თუ ანგაჟირებულ პოლიტიკოსებს და დაინტერესებულ, მიკერძოებულ ე.წ. არასამთავრობო სექტორს მოვუსმენთ, მათ თავიანთი სარდაფის კვლევები აქვთ, რომლითაც სამწუხაროდ შემდგომში ჩნდება ევროკომისიის ანგარიშში ისეთი გაურკვეველი ხასიათის რეკომენდაცია, როგორიცაა სასამართლოში „ვეტინგის"განხორციელება", - აცხადებს გვრიტიშვილი.

სასამართლოს დამოუკიდებლობის მიხედვით საქართველო კავკასიაში ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ასევე, ევროკავშირისა და ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას. შესაბამის მონაცემებს „დემოკრატიის მრავალფეროვნების ინსტიტუტი" აქვეყნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×