რეზონანსი
25.03.2024

ნებისმიერ პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონოდა თავისი პოზიცია ჩვენ მიერ ინიცირებულ ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ „ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საკითხი დარეგულირებული იქნება გრძელვადიანად და ამომწურავად.

„როდესაც საკითხი ეხება უნივერსალური ღირებულებების და იმ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ფუნდამენტურია, ასევე არასრულწლოვანთა დაცვას აგრესიული პროპაგანდისგან, ნებისმიერ პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონოდა თავისი პოზიცია ჩვენ მიერ ინიცირებულ ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით. ეს საკითხი მართლაც იქნება დარეგულირებული გრძელვადიანად და ამომწურავად", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ" ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×