რეზონანსი
25.03.2024

ავტობუსით სიარული იმ ჩადენილ დანაშაულებს ვერ გააქარწყლებს, რაზეც პასუხისმგებელია პატიმარი სააკაშვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მიერ ჩადენილ მძიმე ქმედებებს ვერავითარი კამპანია ვერ გაათეთრებს, რითაც მან სტრასბურგის სასამართლო გააოცა.

„ავტობუსებით და პიარკამპანიებით კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება. რა თქმა უნდა, ეს სალომე ზურაბიშვილისთვის ნიადაგის შემზადებაა, რომ მას სივრცე ჰქონდეს, ხელი გაიშვიროს სხვისკენ იმ ქმედებისთვის, რაც შეიძლება, თავად განახორციელოს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, წალენჯიხიდან ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×