რეზონანსი
25.03.2024

ძალიან ბევრ ავანტიურისტულ ნაბიჯს გადადგამს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ყველანაირად შეეცდება ეს ქალი თავისი რესურსი გამოიყენოს, რომ სიტუაცია არიოს. არაპროგნოზირებადი ადამიანია სამწუხაროდ, მაგრამ ყველანაირად შეეცდებოდა, რომ მაქსიმალური ზარალი მიაყენოს ქვეყანას“, - აღნიშნა პირველი პრეზიდენტის შვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებისთვის ყოველდღიურად ელის ვითარების დაძაბვას. გამსახურდიამ მმართველი გუნდის მხრიდან საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეს იქნება განსხვავებული წელი, უფრო მეტ რისკთან დაკავშირებული. ყოველდღიურად დაიძაბება სიტუაცია. არ აქვთ მათ [ოპოზიციას] კონკურენტუნარიან გარემოში ჩვენი პოლიტიკურად დამარცხების რესურსი. ყველაფერს შეეცდებიან“, - განაცხადა გამსახურდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×