რეზონანსი
25.03.2024

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მოსკოვის გარეუბანში "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ოთხი პირს - დალერჯონ მირზოევი, მუროდალი რაჩაბალიზოდე, შამსიდინ ფარიდუნი და მუჰამადსობირ ფაიზოვი. 

ოთხივე დაკავებული ტაჯიკეთიდანაა, რუსეთში ისინი დროებითი ან ვადაგასული ვიზებით იმყოფებოდნენ. რუსული სახელმწიფო მედია TASS ამბობს, რომ სამმა ყველა ბრალდება აღიარა. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

ბრალდებულები სასამართლოში ცალ-ცალკე მიიყვანეს, მათ სხეულზე ცემის კვალი აღენიშნებოდათ, ფაიზოვი სასამართლოში ეტლით გადაიყვანეს, რაჩაბალიზოდე თავშეხვებული - ერთი დღით ადრე რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ, ასახული იყო მუროდალის თავდაპირველი დაკითხვა, რა დროსაც მას ყური მოაჭერს.

ტერაქტს სულ  მცირე 137 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშია. იდენტიფიცირებულია 62 ადამიანის ცხედარი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, იგივე ISIS-იმ აიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×