რეზონანსი
24.03.2024

ილია თოფურიამ „იმედის კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩემპიონობამდე თავის გზაზე ისაუბრა. მან გაიხსენა რა გზა გაიარა ტიტულის მოსაპოვებლად.

„პლაჟზე ვმუშაობდი. შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ყოველ დილით, მერე ღამე ვკრეფდით. კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი. მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვაში ვმუშაობდი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მომეგროვებინა თანხა, იმისთვის რომ საკუთარი თავი დამესპონსორებინა და მქონოდა საშუალება შეჯიბრებზე წავსულიყავი. მაგიტომ ვამბობ, რომ ვისაც უნდა, იმას შეუძლია კიდეც.

12 წლის წინ, როცა ხალხს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ჩემი ოცნება იყო UFC-ს მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი, ბევრს ვერ ეცინებოდა, მაგრამ ეღიმებოდა. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ღმერთმა გაუნათა გონება და მისცა ეს შეხედულება. და არავის სხვას", - განაცხადა თოფურიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×