რეზონანსი
24.03.2024

ამერიკის შეერთებულ შტატებს თითქმის ყველა მიმართულებით აქვს კავშირი ჩინეთთან, ტექნოლოგიებიდან დაწყებული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული და არანაირი მაჩვენებელი (700 მილიარდია დაახლოებით საქონელბრუნვა მათ შორის) არ შემცირებულა - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი მახასიათებელია.

„საქართველოს ინტერესია განავითაროს ურთიერთობა ჩინეთთან, ისევე როგორც ევროკავშირის უამრავი ქვეყნის ინტერესია მათთან ურთიერთობის განვითარება და ისევე, როგორც ევროკავშირის ნახევარზე მეტ ქვეყანას, უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან საქართველოსაც აქვს. ეს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ მახასიათებელს გულისხმობს. ასეთი მახასიათებლები გვინდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

ბევრ რამეს უნდა გადავხედოთ ორმხრივ ურთიერთობაში, მაგრამ თუკი ვინმეს არ მივაჩნივართ თანასწორ პარტნიორად და პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნისთვის არ არის თანასწორუფლებიანი პარტნიორი, ვფიქრობ, ესეც დიდი შეცდომაა, ვინაიდან რეგიონი და საქართველოს გეოლოკაცია სწორედაც მის მნიშვნელობაზე მიუთითებს. სტაბილურობა ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის და ჩინეთის ინტერესებში უნდა იყოს", - მიიჩნევს ვოლსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×