რეზონანსი
24.03.2024

პოლიტიკური პარტიების შემოვლითი გზით დაფინანსების საკითხზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, კონკრეტული მაგალითების მითითებით, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან" საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკუთარი „ენჯეოები", რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება, აქვთ ისეთ პარტიებს, როგორებიც არიან „დროა", „საქართველოსთვის", „ევროპული საქართველო" და ა.შ.

„ნებისმიერი ოპოზიციური პარტია დაასახელეთ, ფაქტობრივად ყველას აქვს ასეთი „ენჯეო", რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. უკვე ამდენი ხანია გვაქვს მოწოდება საელჩოებისა და დონორი ორგანიზაციების მიმართ, რომ დააკვირდნენ ამ პროცესს და უზრუნველყონ, რომ ასეთი ტიპის დაფინანსებები იყოს გამჭვირვალე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფული მიედინება პარტიაში, [დაფინანსება] შეწყდეს, ვინაიდან ეს არის არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, არამედ იმ ქვეყნების კანონმდებლობის დარღვევა, საიდანაც ეს ფული მოედინება.

საბედნიეროდ, არასამთავრობო სექტორის მხოლოდ ნაწილია ასეთი სქემების მონაწილე და, მათ შორის ისინი, ვისაც პირდაპირ აქვს პრეტენზია პოლიიკური ძალაუფლების მოპოვებაზე. წესით, ამით რეალურად აღარც შეიძლება ჩაითვალონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად. ეს არის მხოლოდ მცირე, მაგრამ ამავე დროს, სამწუხაროდ ყველაზე მდიდარი ნაწილი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი, იმისთვის რომ ცუდი გავლენა ჰქონდეს ამა თუ იმ პროცესზე", - ამბობს პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×