რეზონანსი
19.03.2024

სომხური ბანკების უმრავლესობა Мир-ის ბარათის მომსახურებასა და გამოყენებას აჩერებს. ამის შესახებ რუსული მედია РБК სანქცირებული ბანკის, VTB-ს სომხური ფილიალის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

VTB-ს წარმომადგენლის თქმით, მათი სომხური ფილიალი გამონაკლისს წარმოადგენს.

"30 მარტიდან მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი გახდება (რედ. - Мир-ის ბარათებით) უნაღდო გადახდა POS ტერმინალებში და ნაღდი ფულის გატანა რესპუბლიკაში სხვა ბანკების ბანკომატებით". - თქვა VTB-ს სომხური ფილიალის წარმომადგენელმა. 

Мир-ის ბარათების ოპერატორზე, რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნულ სისტემაზე (НСПК) 2024 წლის თებერვლიდან აშშ-ს სანქციები არის დაწესებული. სანქციების დაწესების დროისთვის Мир-ის ბარათებს რუსეთის გარდა სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ვიეტნამში, ვენესუელაში, კუბაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში გამოიყენებოდა. 

მანამდე, 2021 წელს აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთქმული გაფრთხილების ფონზე, რომ მზად არის სანქციები დაუწესოს იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული გადახდის სისტემის გამოყენებას შეუწყობენ ხელს, ყაზახეთის უმსხვილესმა სახალხო ბანკმა და ვიეტნამის BIDV-მა შეწყვიტეს რუსეთის გადახდის სისტემა მირის ბარათების მომსახურება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×