რეზონანსი
18.03.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვლის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,08 ათასი ტონა, რაც 0,70 ათასი ტონით ანუ 50,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,38 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის თებერვლის თვეში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,41 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 19,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია - 0,37 ათასი ტონა (17,8%), აზერბაიჯანი - 0,27 ათასი ტონა (13%);  ირანი - 0,18 ათასი ტონა (8,6%); და სხვ.

2024 წლის თებერვლის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 13,2 ათასი ტონა, რაც 6,3 ათასი ტონით ანუ 91,3%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6,9 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მ/წლის თებერვლის თვეში   საავიაციო ნავთის იმპორტის 47%  (6,2 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან,  18,2% (2,4 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან, 17,4% (2,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 9,1% (1,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან,  4,5% (0,6 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 3,8% (0,5 ათასი ტონა) - რუმინეთიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×