რეზონანსი
18.03.2024

როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველო-ნატოს ურთიერთობა - რაზე ისაუბრეს იენს სტოლტენბერგმა და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გაფართოებულ შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში - ერთობლივ ბრიფინგზე იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს დაახლოების შესახებ ისაუბრეს.

სტოლტენბერგი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს რეფორმები - "სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით".

საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ  მნიშვნელლოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორ8იცელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

სამხერეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართელოს ნაწილი, ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ გაიწვიოს საქართველოს ძიტრძველი ტერიტორიების დამოუკიდებლობად აღიარება და ოკუპირებულ ტერიტიორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინრე მოვვლენები უკანონოა. 

რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაძლიეროთ მხარდაჭერა, ნატო-ს მოკავშირეები უწევენ მხარდაჭერას უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პაერტნიორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

შვი ზღვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვისაც და ნატოსთვისაც. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში არის შეფერხებყული და ჩენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზრვაზე, უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს.

ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და გვქონდა საუბარი ჩვენ იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად, შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული, რომ საქართელო-ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს.

მიცესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბვერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში,“ - ამბობს სტოლტენბერგი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×