რეზონანსი
27.02.2024

ტრაგედია არაფერია იმაში, რომ ვიღაც მოსამართლის ქონებას შეისწავლის. ჩემი პოზიციაა, მექანიზმზე შევთანხმდეთ და ვინ ჩაატარებს, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „ვეტინგს“ სუვერენიტეტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი საფინანსო ანგარიშები და კონტრაქტები გამოითხოვა, რაც ერთგვარი „ვეტინგის“ სისტემაა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ კორუმპირებულ დეპუტატებთან ჩემი ასოცირება არ მოხდება. იგივეა მოსამართლის შემთხვევაშიც. მოსამართლე როცა პატიოსანი და კეთილსინდისიერია, მას არაფრის ეშინია. თუ კორუმპირებული და კლანის წევრი ხარ, ამ შემთხვევაში, არ მოგინდება. „ვეტინგს“ სუვერენიტეტთან არანაირი კავშირი არ აქვს. „ვეტინგზე“ ლაპარაკი დავიწყოთ და ქართველებს ჩავატარებინოთ. საუბარია ფინანსურ მონიტორინგზე, რომ მოსამართლემ თავისი ქონების წარმომავლობა დაადასტუროს. ეს იგივეა, რასაც ანტიკორუფციული ბიურო მთხოვს, რომ ყველა ფინანსური ანგარიში გადავუგზავნო. ეს ჩემთვის კარგია, რადგან ერთხელ და სამუდამოდ კორუმპირებული დეპუტატების სიიდან ამოვირიცხები. ჩემი პოზიციაა, მექანიზმზე შევთანხმდეთ და ვინ ჩაატარებს, შემდეგ ვისაუბრებთ. ტრაგედია არაფერია იმაში, რომ ვიღაც მოსამართლის ქონებას შეისწავლის. არ მგონია, ისეთი ავტორიტეტი ვიპოვოთ, ვინც შემოწმებას შეძლებს“,  – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×