რეზონანსი
31.01.2024

ევროკავშირის სამიტის წინ, რომელზეც გადაწყდება უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარების ბედი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას.

"შეთანხმების მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სანდოობისთვის - უკრაინისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერისთვის. გვეკისრება პასუხისმგებლობა გამოსავლის პოვნასა და მის განხორციელებაზე", - აღნიშნა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, სამიტზე ლიდერები ასევე გამოიყენებენ შესაძლებლობას, რათა განიხილონ უკრაინისათვის ევროპული სამხედრო დახმარების ყველა ასპექტი.

"ეს მოიცავს საბრძოლო მასალის მიწოდებას, ევროპული საბჭოს 2023 წლის მარტის დასკვნების შესაბამისად, და ევროკავშირის შესაბამისი ინსტრუმენტების კორექტირებას დახმარების სწრაფად გაწევისთვის", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×