რეზონანსი
31.01.2024

იქნება თუ არა სიმბოლურ იმპიჩმენტზე სიმბოლური დემარშით პასუხი და მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას ხელს? - ეკა ბესელია, პოლიტიკოსი, ვინც სალომე ზურაბიშვილის კარგად იცნობს, ამბობს, რომ პრეზიდენტი პირად ანგარიშსწორებებს არასდროს მიმართავს.

ბესელია ამბობს, რომ პირადად ის, არ მოაწერდა ხელს კობახიძის პრემიერად წარდგენას, თუმცა არ იცის, ამ შემთხვევაში, რას იზამს საქართველოს პრეზიდენტი.

თუ არ მოაწერს ხელს, კონსტიტუციაში ასე წერია, რომ 2 დღეში მაინც ითვლება, რომ პრემიერის წარდგენა მოხდა, ამიტომ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. სალომე ზურაბიშვილი პირად ანგარიშსწორებებს არასდროს მიმართავს. მე მაგალითად არ მოვაწერდი ხელს, მაგრამ თავად არ ვიცი, რას იზამს. მე ჩემი განწყობა გითხარით, მაგრამ პრეზიდენტი არ მოქმედებს პერსონალური განწყობებით. როგორც არ უნდა იქცეოდეს კობახიძე პრეზიდენტის მიმართ, მე არ მგონია, რომ ისე მოიქცეს პრეზიდენტი კობახიძის მიმართ", - ამბობს ბესელია.

56-ე მუხლი; თავი 5: მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×