რეზონანსი
27.01.2024

საქართველოს წარმატება, მათ წარუმატებლობას უდრის - აი, ეს დღის წესრიგი აქვს ოპოზიციას და სანამ ეს ფორმულა იქნება მათ დღის წესრიგში, ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში იქნებიან, - განაცხადა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რადიკალური ოპოზიციის შანსებზე საუბრისას.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობის შანსები არის უდიდესი არა მხოოდ იმიტომ, რომ ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური მხარდამჭერები ქვეყანაში ბევრია, არამედ იმიტომაც, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო ძალის პრაგმატულ პოლიტიკას ხალხი ხედავს.

საპარლამენტო უმრავლესობის ექნება უდიდესი მხარდაჭერა თან იმ ფონზე, როდესაც ამას სამწუხაროდ ვამბობ, ოპოზიციაში არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პროქართულად აზროვნებენ.

ოპოზიციაში შეიძლება იყო და რა თქმა უნდა, აკრიტიკო ხელისუფლება, მაგრამ იყო პროქართულად მოაზროვნე. დღევანდელი ოპოზიციის დღის წესრიგი კი იცით, როგორია - საქართველოს წარმატება, მათ წარუმატებლობას უდრის. აი, ეს დღის წესრიგი აქვს ოპოზიციას და სანამ ეს ფორმულა იქნება მათ დღის წესრიგში, რომ საქართველოს წარმატება უდრის ოპოზიციის წარუმატებლობას, ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში იქნებიან", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×