რეზონანსი
28.12.2023

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან ბოდიშს ან ბოდიშისმაგვარს არ მოვისმენ, მანამ დავამუნათებ მათ", - ეს განცხადება საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა შალვა ოგბაიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის" არცერთ წარმომადგენელს ჩადენილი დანაშაულების გამო ქვეყნის მოსახლეობისთვის ბოდიში დღემდე არ მოუხდია.

„ბოდიში თქვენგან არ მომისმენია, როდესაც საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი გახდა. არც მაშინ გამიგია თქვენგან ბოდიში, როდესაც მე „შემომთავაზეს" საავტომობილო ფედერაციის დატოვება და ქონების დათმობა, არც ჩემი შვილების წამების და არც წართმეული ქონებების გამო", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×