რეზონანსი
28.12.2023

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, 47 ნომერში, 32 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეა.

ცხედარი მისმა თანამშრომლებმა იპოვეს. მას შემდეგ რაც ჯარისკაცი სამხედრო ნაწილში არ გამოცხადდა, თანამშრომლებმა მისი ძებნა დაიწყეს, გამოიძახეს პოლიცია, გატეხეს კარი და ახალგაზრდა ჯარისკაცი გარდაცვლილი ნახეს. ერთ-ერთი ვერსიით ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბინაში შესულ პირებს ფანჯრები ღია დახვდათ.

ცხედარი გორის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გამოძიება კი მომხდარზე 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×