რეზონანსი
28.12.2023

15 წელი გავიდა ლამის ისეთ ამბებს იხსენებენ. არქივარიუსებად გადაიქცა ხალხი „ქართულ ოცნებაში", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ჯერ კიდევ 2014 წელს დააანონსეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გავაქრეთ რადარებიდანო და ახლაც, 12 წელი გავიდა და ისევ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უნდა გავასამართლოთო. ეს არის საარჩევნო პროპაგანდა. ჩვენ ამათ არ გავასამართლებთ იმ ქმედებებისთვის, რომელიც ჩადენილი აქვთ საქართველოს წინაშე. მოვექცევით არა ისე, როგორც თვითონ იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ქართველი ხალხი", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

„ხალხის ძალა" „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ითხოვს. საზოგადოებრივი მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამ პარტიამ საკუთარ ქმედებებზე პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკურად, სამართლებრივადაც უნდა აგოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×