რეზონანსი
28.12.2023

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში 513 ბავშვი დაიღუპა. პროკურატურის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე 1 674 ბავშვი დაშავდა.

უწყება აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები არაა საბოლოო და სამუშაოები გრძელდება საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის.

დაღუპულთა უმეტესობა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, კიევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის რეგიონებიდან იყო.

ერთი თვის წინ გაეროს ბავშვთა ფონდმა განაცხადა, რომ სულ მცირე დაღუპული იყო 560-მდე არასრულწლოვანი, უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ეს არაა საბოლოო მონაცემები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×