რეზონანსი
28.12.2023

მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი მოსკოვში იმყოფებოდა. მოსკოვიდან დაბრუნებული მეუფე ნიკოლოზი, ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, მოსკოვში კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც წმინდანად შესარაცხ პირთა საკითხს განიხილავდნენ. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიმდინარე წლის მაისში, კონფერენციაზე ის რუსეთის პატრიარქსაც შეხვდა.

რაც შეეხება შეკითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მეუფე ნიკოლოზის თქმით, სააკაშვილი მან რამდენიმე დღის წინ ნახა და აზიარა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×