რეზონანსი
18.12.2023

მარიტა გუტაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. ინფორმცია "პირველებს" რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა ნესტან ლლონდარიძემ დაუდასტურა.

ახალგაზრდა ქალს, რომელმაც შოვის ტრაგედიის დროოს ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა, გავრცელებული ინფორმაციით, ონის მერიის შენობიის დარბევას ედავებიან.

ლონდარიძის თქმით, გუტაშვილს, რომელიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია ახლობლების დაკარგვის გამო, "ქართული ოცნების" ადგლობრივი აქტივი პროვოკაციებს უწყობს.

არ უნდა ეცადონ პროვოკაციას აქეთ, მაშინ, როდესაც იციან ამის მდგომარეობა. მე ვეცნობი შოვის საქმეს, მე რა მასალასაც ვეცნობი,  მე ფოტოსურათებით ვეცნობი და შოკში ვარ, ძალიან რთულია, ემოციურად ეს ყველაფერი გადაიტანო და მარიტამ ეს ნახა რეალურად. ამდენი ასეთ მდგომარეობაში მიცვალებული ჩაიბარა და მგონი, იქაც უნდა ითვალისწინებდნენ,“ - ამბობს ადვოკატი.

ონის მერიის შენობა დაარბიეს. დაზიანებულია საკონფერენციო დარბაზი და ინვენტარი. "მთის ამბები" წერს, რომ მერიის შენობაში მარიტა გუტაშვილი შეიჭრა, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის შვიდი წევრი დაეღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×