რეზონანსი
18.12.2023

"დღეს, საქართველოს ხელისუფლებაში მსხდომი მსახიობები, რომლებიც პრემიერის და მინისტრების როლს ასრულებენ, მართავენ მორიგ სპექტაკლს, სახელწოდებით „2023 წლის ანგარიში“, - ამის შესახებ "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშილი საუბრობს.

ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ თავისუფალი მართლმსაჯულების პირობებში მათ ყველა დანაშაულის აღიარება მოუწევთ. ოქრიაშვილი ეჭვობს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმდენი იშოვეს, რომ საქართველოს ბიუჯეტი გაორმაგდება. 

ბატონო მსახიობებო, ძალიან მალე მოგიწევთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების წინაშე არა როლის შესრულება, არამედ ყველა დანაშაულის აღიარება, რაც 2012 წლიდან გაქვთ ჩადენილი. ვეჭვობ, ამ უკანონოდ გამდიდრებული მსახიობების ხარჯზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გაორმაგდება.

აბა, კარგად იყავით!, - ამბობს ოქრიაშვილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×