რეზონანსი
16.12.2023

უნგრეთი რუსულ გაზზე გადასახადის გამო ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით აშანტაჟებს. ამის შესახებ გამოცემა Reuters უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას დაადებს ვეტოს, თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს.

“მკაფიოდ გავაგებინეთ ბულგარელებს, რომ თუ დიდხანს გააგრძელებენ ამას, თუ დიდი ხნის განმავლობაში საფრთხის ქვეშ დააყენებენ უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას, მაშინ ვეტოს დავადებთ შენგენის ზონაში მათ შესვლას”, - განაცხადა სიიარტომ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა რუსულ გაზზე აღარ იყვნენ დამოკიდებული, უნგრეთი ყოველწლიურად რუსეთიდან გაზის 4.5 მილიარდ კუბურ მეტრს იღებს 2021 წლის შეთანხმების ფარგლებში, ძირითადად სერბეთისა და ბულგარეთის გავლით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×