რეზონანსი
16.12.2023

„ევროპა ზოგადად არის ადამიანის უფლებები, თავისუფლება და ყველა იმ ღირებულებების დაცვა რაც ადამიანს დაბადებისთანავე გააჩნია" - ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციაა დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა, რითაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა. მისივე თქმით კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ და მხოლოდ დივიდენდებს ველოდოთ,

„ნამდვილად სასიხარულოა ეს ფაქტი, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები დავსხდეთ და მხოლოდ დივიდენდებს ველოდოთ, ამ შემთხვევაში აუცილებელია მუხლჩაუხრელი შრომა, რომ მივაღწიოთ ყველა იმ პირობას რაც დასავლეთშია შექმნილი ადამიანების განვითარებისთვის.

სამუშაო ბევრია, მაგრამ ყველა ამ სამუშაოს ახლავს თავისი შედეგი, იქნება ეს ხელფასებზე მომუშავე ადამიანებისთვის ხელფასების ერთი ორად ზრდამ თუ სექტორების ისე განვითარება რომ დაცული იყოს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის უფლებები." - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით კანდიდატის სტატუსს ტურიზმის მიმართულებით თუ განვიხილავთ,მას მოჰყვება ის, რომ საქართველო გაერთიანდება დიდ ოჯახში, რომელიც 500 მილიონ ადამიანს აერთიანებს.

„ჩვენ ერთ წრეში და ერთ სიბრტყეში ვერთიანდებით, სადაც მიმოსვლა და ურთიერთობა მოხდება ყოველგვარი პრობლემების გარეშე. მოსახლეობამ თუ წლების წინ არ იცოდა საქართველოს შესახებ და გაიგივებული ვიყავით რუსეთთან, ახლა უკვე გაიგო და ჩვენ შესახებ და დღეს უკვე მისი ოჯახის წევრი ვხდებით, რის შემდეგადაც ძალიან ბევრ ტურისტს მოუნდება საქართველოში ჩამოსვლა და მარშრუტების დაგეგმვა და სხვადასხვა მინართულებით ინვესტიციების ჩადება.

სტატუსი არის შესაძლებლობაც და ვალდებულებაც და იმ ტანხების მოზიდვა, რომელიც აუცილებელია სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების ჩამოსვლა საქართველოს ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობას მისცემს და ეს იქნება პირობა იმისა, რომ საქართველოში, როგორც ტურიზმის ისე ეკონომიკის განვითარება ჩვეულებრივი მოვლენა გახდება" - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

კითხვაზე თუ სად ესაჭიროება ჰორეკა სექტორს ევროპული ინვესტიციები, შოთა ბურჯანაძე პასუხობს, რომ სექტორს, როგორც ტექნოლოგიური, ასევე სხვადასხვა მიმართულებით განვითარება სჭირდება, მისივე თქმით ზამთრის კურორტებში ინვესტირების შესაძლებლობა სულ არის.

„მეორე მხარე არის ის, რომ საქართველომ დააინტერესოს ევროპა და თავისი კულტურა ევროპის ქვეყნებში გაიტანოს, როდესაც ქართველებს ქართული გასტრონომია გააქვთ ევროპაში ამასაც თავისი დადებით მხარე აქვს, შეიძლება ეს არ იყოს პირდაპირ საქართველოში ჩადებული ინვესტიცია, თუმცა როდესაც ქართველო ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს თავის კულტურას და გასტრონომიას, ის აუცილებლად ისევ და ისევ საქართველოში დაბრუნდება" - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

წყარო: კომერსანტი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×