რეზონანსი
16.12.2023

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ სტატუსის მინიჭების საქმეში ოპოზიციის წვლილი შეაფასა. მისი აზრით, სტატუსის მინიჭების საქმეში ოპოზიციის დამსახურება მინიმალურია. მათი მცირე ნაწილი რეკომენდაციების შესასრულებლად მართლაც თანამშრომლობდა, ხოლო დიდი ნაწილი პირიქით, ბოიკოტს უცხადებდა და დივერსიას უწყობდა საკუთარ ქვეყანას.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება. ამით შეუქცევადად იწყება ის პროცესი, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირში წევრობით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის დამსახურება ქართველი ხალხის, რომელმაც აირჩია ეს ხელისუფლება და ამ ხელისუფლებამ თავისი ნაბიჯებით მოიტანა სწორედ ის, რომ დღეს საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება და ახლა კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციის დამსახურება აქ არის მინიმალური. მათი მცირე ნაწილი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად მართლაც თანამშრომლობდა, ხოლო დიდი ნაწილი პირიქით, ბოიკოტს უცხადებდა და დივერსიას უწყობდა საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×